არქიტექტორის სახელოსნო-საცხოვრისი

ბინა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს შემაღლებულ ადგილზე განთავსებულ მრავალსართულიან,  მრავალფუნქციური შენობის მე-6 სართულზე. ბინის საერთო ფართია 115 კვ.მ.  აქვს შესასვლელი ჰოლი, ორი მასტერი( საძინებელი აბაზანით) , 3 საკვანძი, ცალკე სამზარეულო, საერთო ოთახი.

აღჭურვილია თანამედროვე სავინტილაციო და ელექტრო, სანტექნიკური  სისტემებით.

დაერთებულია King David-ის საკომუნიკაციო ჰაბზე.

ბინას მთელ სიგრძეზე აქვს იატაკიდან ჭერამდე უწყვეტი პანორამული ხედი თბილისის რამოდენიმე უბანზე აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, რამაც განაპირობა საერთო ოთახსა და საძინებელს შორის დიზაინერული გადაწყვეტილება – გამყოფი ტიხარი შეესრულებინა 3 კამერიანი მინაპაკეტით. ვიზუალური გამიჯვნისთვის საძინებლის მხრიდან ფარდებით შექმნილია მყუდრო სამუშაო კუთხე არქიტექტორი მეპატრონისთვის.

  ინტერიერი გადაწყვეტილია რამოდენიმე სტილში, როგორიცაა მინიმალიზმი,  ჭერამდე აზიდული სარკეებით სივრცის გაზრდისთვის,  პროვანსული-დაძველებული კარები და ავეჯი, ᲑოᲰემური, ძვირადღირებული მაღალი ხარისხის აქსესუარები და ავეჯი, ქსოვილი და ტექსტილი მაღალი კლასის. 

 ხედი ძველ თბილისზე ორიგინალურად  აქცენტირებულია ინტერიერში Ქართული მოჩუქურთმებული აივნით, რაც ბინას მატებს ინდივიდუალურ სახეს და ბრენდულობას. 

იატაკზე დაგებულია მარაცის არაჩვეულებრივი დაძველების მეთოდით შესრულებული ფილა.

მის გარშემო შემოსაზღვრულია მუᲮის მასიური ხის ირიბად დაგებული პარკეტი, რაც კიდევ უფრო ზრდის ფართს.

შენობას ფასადზე აქვს  ფრანგული აივნები, ამიტომ ბინას აქვს 2 ფრანგული აივანი, რაც შექმნილია  გამომწვარი შუშის ვიტრაჟით.

სამზარეულო ფუნქციურ-ლაკონურია.

შესრულებულია უკანა ფონზე ონიქსის ქვით, რომლის სილამაზე სრულად აღქმადია მინიმალისტური , ცალ ფეხზე მდგომი,  ლატუნის ზედაპირში ჩასმული Kuppersberg- ის  ელექტრო ზედაპირისა და Teka-ს ოქროსფერი ნიჟარით.

გამწოვი ოსტატურადაა დამაგრებული განათებული ონიქსის ქვის ზედაპირზე.

აქვე ნახავთ  ამავე ბრენდის   ჩაშენებულ მიკ/ტალღურ ღუმელს, გაზის ღუმელსა და ჭურჭლის სარეცხ მანქანას. სამზარეულოში დგას თამამი წითელი ფერის ხელნაკეთი ხის მაგიდა.

ბინა სრულადაა აღჭურვილი  მუსიკალური დინამიკებით, რაც  საერთო ოთახსა და  აბაზანაში იძლევა   ხმის უწყვეტად მიღების საშუალებას.

შესასვლელ კარზე მოწყობილია ჭკვიანი სახლის (Smart house) საკეტი, რაც გასაღების გარეშე    ვიდეო და აუდიო , უკონტაქტო  კომუნიკაციის, ფუნქციონირების Საშუალებას იძლევა.