Მოგზაურობა პარიზში
Შენობა მდებარეობს წყნეთში, ფიჭვნარის ტყეში, მისი საერთო არქიტექტურული ფორმა და ინტერიერის დიზაინი ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. ამ პროექტში კარგადაა წარმოჩენილი არქიტექტორის, დამკვეთის, დიზაინერისა და მშენებლის ერთობლივი ნამუშევარი. ეს ის სიმბიოზია რომელიც საუკეთესო ქმნილებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, თავისი სტილისტიკით და მედიდურობით. Შენობა გადაწყვეტილია ფრანგულ, კერძოდ პარიზულ სტილში. დახრილი ქანობები შესრულებულია სვანური ქვით, ხოლო კედლები მოპირკეთებულია ქართული აგურით, რომელიც შენობის ერთ ნაწილში შეღებილია გრაფიტის, მონაცრისფრო ფერში. Შესასვლელი კარი კი შექმნილია ორსინათლიანი სივრცისთვის, რომელსაც ოვალური კიბით ავყავართ მეორე სართულზე, რომლიდანაც აივნებით შემოსაზღვრულია შიდა საერთო მოსასვენებელი სივრცე და გამანაწილებელი ჰოლი. Პირველ სართულზე მდებარეობს სამზარეულო და სასადილო. გადაწყვეტილია სპილოსძვლისფერ ბეჟსა და დაძველებული ხის ფაქტურის მქონე კერამო გრანიტში. ამ სადა ფონზე შესამჩნევია მკვეთრი მწვანე ფერის კლასიკური სტილის ხის მაგიდა შავი თანამედროვე დიზაინის სკამები. აივნები შესრულებულია ხის სადა რიკულებით. Სამზარეულოსა და სასადილოს შორის ხელოვნურად შექმნილია სინათლის წყარო. ეს ვიტრაჟი შექმნილია კალორაჟიანი შუშით, რომელიც სტილისტურად მიესადაგება როგორც სამზარეულოს ასევე სასადილოს ინტერიერის სტილს.
Საერთო ოთახი ორსინათლიანია და მის შეწეულ ფლიგელში, ორ ვიტრაჟს შორის, განთავსებულია ქვის ბუხარი.
Მეორე სართულზე დახრილი ფრანგული ჭერების ჭრილში მოთავსებულია შუში ვიტრაჟები. აბაზანებში განთავსებულია კედლის პანოები, რომელიც შექმნილია ნესტგამძლე მასალებით სპეციალურ ზედაპირზე. ინტერიერში გამოყენებულია ფირუზისფერი ტონალობა, რომელიც ორგანულად ერწყმის ნატურალურ მასალებს.