ინდივიდუალური საცხოვრებელი  სახლი სათხილამურო კურორტ ბაკურიანში

ინდივიდუალური საცხოვრებელი  სახლი მდებარეობს სამთო სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, დიდველის შემაღლებული მთისკენ მიმავალი გზის გასაყარზე. ტერიტორიის საერთო ფართია 2000 კვ.მ. Წარმოადგენს მთის დახრილ ქანობს. დონეთა სხვაობა  კიდიდან კიდემდე 5მეტრია. შენობა განთავსებულია ტერიტორიასთან მიმავალი გზის ღერძიდან მარჯვენა მხარეს, და წარმოადგენს საერთო ფართით 650კვ.მეტრს. Შენობის სართულიანობა არის 1სართული და მანსარდი. Პირველი სართული შესრულებულია რკინა ბეტონის კარკასით და მოპირკეთებულია ქართული ნიჩბისის ქვით, რომელიც სპეციალურად დაიჭრა მართკუთხა ფორმებად რათა მიეღო 3D ვიზუალი.მეორე სართული სრულად შესრულებულია ხის შედგენილი მორებისაგან, რომელიც დამუშავებულია ანტისეპტიკური ხსნარით და სპეციალური ხის დამცავი ხსნარით. Შენობას აქვს იტალიური, მაზონეტოს წარმოების კრამიტის მაგვარი გადახურვა. Რაც შეეხება  კარ-ფანჯრებს, არის გრაფიტის ფერის, ალუმინის. Შენობის პირველი სართულიდან არის 360გრადუსიანი პანორამული ხედი, რომელიც ორიენტირებულია კოხტა გორისა და დიდველისაკენ. Სწორედ ეს გახსნილი ვიტრაჟები თავისუფალი დაგეგმარების საშუალებას  იძლევა. Პირველ დონეზე გავქვს სასადილო და საერთო ოთახი სამზარეულოსთან ერთად, რომელსაც სასადილო სივრცე აქვს ორ სინათლიანი და სრულად ვიტრაჟული. ყოველივეს სიმყუდროვეს აძლევს ელექტრო ბუხარი და ნატურალური ხის პანელებით მოპირკეთებული კოლონები და რიგელები. Კედლები მოპირკეთებულია თანამედროვე ფატურული, ბეტონის ეფექტის, მასალით. Შენობის მანსარდული სართული სრულიად ნატურალური ხის შედგენილი მორებითაა შექმნილი, რაც სახლში ფიჭვის სურნელს აფრქვევს.ამ სართულეზე მანსარდის კეხის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლეა 4.80მ, ხოლო ყველაზე დაბალი 2 მეტრზე მეტი.სწორედ ეს ნაწილები გამოდგა საუკეთესო აბაზანების მოსაწყობად, სადაც დიზაინში ერთროულად არსებობენ ნატურალური ხის მორები, კერამიკა და კერამოგრანიტი.

Საცხოვრებელი სახლი განკუთვნილია მრავალშვილიანი, სტუმართმოყვარე ოჯახისთვის, სადაც შეხვდებით სპეციალურად შესრულებულ  ორსართულიან საწოლებს.

Ყველა საძინებელი არის მასტერი,საკუთარი გარდერობებითა და wc-ებით.

Შენობა თბება იატაკისქვეშა გათბობით. Შენობაში არის უამრავი სათავსო, ასევე სტუმრებისთვის განკუთვნილი კიდევ ორი საძინებელი.